"სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" „მაესტროს" მხარდამჭერ აქციას სოლიდარობას უცხადებს

პოლიტიკური პარტია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა" ტელეკომპანია "მაესტროს" მხარდამჭერ აქციას სოლიდარობას უცხადებს. ამასთან დაკავშირებით პარტიამ განცხადება გაავრცელა.

"ჩვენ მოვითხოვთ, რომ ტელეკომპანიას კუთვნილ სატელიტურ თეფშებზე უფლებამოსილება დაუბრუნონ და უკანონო ყადაღა მოუხსნან. ეს არის მაგალითი დღევანდელი ხელისუფლების ფსევდოდემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის. მედიის თავისუფელბა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დემოკრატიის განვითარებისთვის, მშენებლობისთვის და თავისუფალი, გამჭირვალე არჩევნების ჩატარებისთვის. ხელისუფლების ასეთი ნაბიჯები კი ნათლად აჩვენებს მის სურვილს, სამართლიანი არჩევნები არ ჩაატაროს", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.