„თავისუფალი საქართველო“ „მაესტროს“ მხარდამჭერ აქციას უერთდება

„თავისუფალი საქართველო“ „მაესტროს“ მხარდამჭერ აქციას უერთდება

პარტია „თავისუფალი საქართველო“ მაესტროს მხარდასაჭერ აქციას შეუერთდება. ამის შესახებ პარტიამ დღეს განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები წარმოადგენს თავისუფალი მედიის წინაამდეგ მიმართულ რეპრესიებს.

„სააკაშვილის რეჟიმი ყველანაირად ცდილობს წინა საარჩევნოდ შეზღუდოს ობიექტური ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა და ამისთვის იყენებს ყოველგვარ კანონიერ საფუძველს მოკლებულ მეთოდებს“, - აცხადებენ პარტიაში.

ამიტომ „თავისუფალი საქართველო“ სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტელეკომპანია „მაესტროს“.

„პარტია დაგეგმილ აქციას შეუერთდება, რითაც გამოხატავს პროტესტს თავისუფალი მედიის წინააღმდეგ განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების მიმართ“, - აღნიშნეს პარტიაში.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მააესტროს“ მხარდასაჭერად მედიის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ დღეს 17:00 საათზე გაიმართება.