მაჭავარიანი – ივანიშვილის განცხადება იაფფასიან პოპულიზმზეა გათვლილი

მაჭავარიანი – ივანიშვილის განცხადება იაფფასიან პოპულიზმზეა გათვლილი

პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი მოტივაცია, არა ქველმოქმედება, არამედ „ქათუ ბანკზე“ ყადაღის მოხსნა იყო.

„დღეს დილიდან „ქართუ ბანკის“ ყოფილმა მმართველმა და ადვოკატებმა თქვეს, რომ ჯარიმის გადახდის მთავარი მოტოვაცია ბანკისთვის ყადაღის მოხსნა ყოფილა. ყადაღის მოხსნა–არმოხსნის შესახებ განცხადებას შესაბამისი სტრუქტურა, აღსრულების ეროვნული ბიურო გააკეთებს,“ – განცხადა მიხეილ მაჭავარიანმა

პირველი ვიცე–სპოიკერის თქმით, იურიდიულად აბსურდია ის, რომ დაჯარიმებულმა პირმა მიიღოს გადაწყვეტილება გადახდილი თანხა სად მიიმართოს.

„რამდენიმე კომპანია ვიცი, რომელიც შარშან  დაჯარიმდა. მათგან ერთ–ერთი 200 მილიონი ლარით. წარმოიდგინეთ, მათ რომ ეთქვათ: ჯარიმის სახით გადახდილი თანხა ერთი კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად დახარჯეთო. ვინც კანონმდებლობა იცის, ივანიშვილის განცხადების არსს მიხვდება. მისი განცხადება იაფფასიან პოპულიზმზე არის გათვლილი,“ – ამბობს მაჭავარიანი.