ოლიმპიური ჩემპიონისთვის საქართველო მსოფლიოში ყველაზე მაღალ ჯილდოს 1 200 000 დოლარს აწესებს

ოლიმპიური ჩემპიონისთვის საქართველო მსოფლიოში ყველაზე მაღალ ჯილდოს 1 200 000 დოლარს აწესებს

წლევანდელი ოლიმპიური ჩემპიონატზე საქართველო მსოფლიოში ყველაზე მაღალ ჯილდოს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას  რადიო "თავისუფლების" ევროპის ბიურო ავრცელებს, რომელიც მედლების მიხედვით ოლიმპიური პრემიების საერთაშორისო რეიტინგს იკვლევს.

ოქროს მედალის მფლობელებისთვის განკუთვნილი 1 200 000 აშშ დოლარით რეიტინგს საქართველო ლიდერობს. ვერცხლის მედალზე საქართველოს გრაფაში 30 000 დოლარია გაწერილი, ხოლო ბრინჯაოზე - 20 000. 

აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს აზერბაიჯანი მოყვება, რომელსაც ოქროს მედალოსნებისთვის ჯილდოდ 510 000 აშშ დოლარი გამოყო. ვერცხლის მედალოსანზე – 225 000 აშშ დოლარი, ბრინჯაოს მედალოსანზე კი 128 000 დოლარი იქნა გამოყოფილი. 

აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებს შორის, რომელთა დაწესებული პრემიებიც რეიტინგში მოხვდა, საქართველოსა და აზერბაიჯანის გარდა ოქროს მედალზე არც ერთს 250 000 დოლარზე მეტი არ აქვს დაწესებული. 

შედარებისთვის - ამერიკელი ოლიმპიური ჩემპიონი 25 000 დოლარს მიიღებს, რუსეთს დაწესებული აქვს 125 000 დოლარი, იტალიას - 172 200, უკრაინას - 100 000, ბელორუსს - 150 000, გერმანიას კი - 18 300 აშშ დოლარი.