პირველმა ლედიმ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროები მოინახულა

პირველმა ლედიმ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროები მოინახულა

საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა შეერთებულ შტატებში ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროები მოინახულა.

რულოვსი ვაშინგტონში უტერიცის სამხედრო ჰოსპიტალს უმცროს ვაჟთან ერთად ესტუმრა.

მან აშშ-ში ვალდერ რიცის სამხედრო ჰოსპიტალში ის  სამხედროები მოინახულა, რომლებიც ავღანეთში ISAF-ის მისიის შესრულების დროს დაიჭრნენ.  მათ შორისაა ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, რომელიც  სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ, პატრულირებისას დაიჭრა. ის საავადმყოფოში მკურნალობის კურსს უკვე 7 თვეა გადის.

ქართველი ოფიცერი გარკვეული ხნის წინ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა, ხოლო შემდეგ, ვიცე-პოლკოვნიკს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეწვია.

ამჟამად, ჰოსპიტალში ექვსი ქართველი ჯარისკაცი მკურნალობს.