ჩინელ ჟურნალისტებს ხელისუფლების კრიტიკა აუკრძალეს

ჩინელ ჟურნალისტებს ხელისუფლების კრიტიკა აუკრძალეს

ჩინეთის ხელისუფლებამ ჟურნალისტებს ჩინეთში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით, ხელისუფლების კრიტიკა აუკრძალა.

The Beijing Times-ის ინფორმაციით, პეკინის მერმა გო ცზინლუნმა ჟურნალისტებს მოუწოდა „სწორად ჩამოუყალიბონ საზოგადოებას აზრი იმ გმირობაზე,რაც ხელისუფლებამ ამ წყალდიდობის დროს გასწია“.

ინგლიურენოვანმა China Daily-მა რამდენიმე სტატია მიუძღვნა წყალდიდობის დროს ხელისუფლების ქმედებებს და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მოსახლეობა ადრე რომ გაეფრთხილებინა მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ და წყლის სისტემები უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყო, ამდენი მსხვერპლიც არ იქნებოდა მოსახლეობაში.

ჩინეთში წყალდიდობის შედეგად 37 ადამიანი გარდაიცვალა და ათასობით ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.