რუსები ითხოვენ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეს რუსეთის სახელი ეწოდოს

რუსები ითხოვენ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეს რუსეთის სახელი ეწოდოს

ექსპერტული შეფასების ინსტიტიუტის დირექტორის ნიკოლაი პავლიუკის განცხადებით, რუსი ექსპერტები ითხოვენ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანისთვის სახელის გადარქმევას. ეს განპირობებულია იმით, რომ ოკეანის დიდი ნაწილი სწორედ რუსეთს ესაზღვრება.

„ჩრდილოეთ პოლუსზე რუსეთის ტერიტორიის ნაწილი ყველაზე დიდია-ის 5842 კილომეტრს შეადგენს, კანადის ხმელეთის ტერიტორია კი მხოლოდ 1430 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს.  კუნძულებისა და არქიპელაგის უმეტესობა, ძირითადად რუსეთის კუთვნილებაა: ფრანც იოსების მიწა, ახალი მიწა, ჩრდილოეთ მიწა, ნოვოსიბირსკის კუნძულები, ვრანგელის კუნძული და ა.შ მარტო ეს ჩამონათვალიც საკმარისია, რომ ოკეანეს სახელი შეეცვალოს“,-აცხადებს პავლიუკი.