IRI: გამოკითხულთა 38%-სთვის მთავრობის ყველაზე დიდ ჩავარდნად ტერიტორიების დაკარგვაა

IRI: გამოკითხულთა 38%-სთვის მთავრობის ყველაზე დიდ ჩავარდნად ტერიტორიების დაკარგვაა

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 38% მთავრობის ყველაზე დიდ ჩავარდნად ტერიტორიების დაკარგვას მიიჩნევს. 30%-მა პროცენტმა ტერიტორიების დაკარგვა ნომერ პირველ პრობლემად დაასახელა. 

გამოკითხულთა 17% 2008 წლის ომს ასახელებს პრობლემად, ხოლო 13% ნომერ პირველ პრობლემად.

გარდა ამისა, უმუშევრობა - 21 %-ს პრობლემად მიაჩნია, 12%-ს კი მთავარ პრობლემად; რუსეთთან ცუდი ურთიერთობები -7% - პრობლემად, 4% - მთავარ პრობლემად; ჯანდაცვის ხელმიუწვდომელობა - 5% -პრობლემად, 3% - მთავარ პრობლემად; სოფლის მეურნეობის განუვითარებლობა - 5% - პრობლემად, 2% - მთავარ პრობლემად; ეკონომიკური კრიზისი - 4% - პრობლემად, 2% - მთავარ პრობლემად; კომუნალურ გადასახადებზე მზარდი ფასები - 3% - პრობლემად, 1% - მთავარ პრობლემად; სოციალური პრობლემები - 2%-პრობლემად, 1% - მთავარ პრობლემად; ნატო-სთან ინტეგრაციის შენელება - 1%-პრობლემად, 1% - მთავარ პრობლემად; დაბალი პენსიები - 1 % - პრობლემად, 1% - მთავარ პრობლემად; ხალხის ნდობის დაკარგვა - 1% - პრობლემად, 1% - მთავარ პრობლემად; შიდა დაპირისპირება - 1% -პრობლემად, 1% - მთავარ პრობლემად; ცრუ დაპირებები - 1% - პრობლემად, 1%-მთავარ პრობლემად; პროდუქტებზე ფასების ზრდა - 2% - პრობლემად, 1% -მთავარ პრობლემად; სიღარიბე - 3% - პრობლემად, 1%-მთავარ პრობლემად; საგარეო პოლიტიკა - 1% - პრობლემად, 1% - მთავარ პრობლემად; განათლების სისტემის რეფორმა - 1% - პრობლემად, 1% - მთავარ პრობლემად.