ჩუგოშვილი: ხატისკაცის  გათავსუფლება პოლიტიკურ ჭრილში გადადის, რაც  ძალიან სანდო არასამთავრობო ორგანიზაციას აზარალებს

ჩუგოშვილი: ხატისკაცის გათავსუფლება პოლიტიკურ ჭრილში გადადის, რაც ძალიან სანდო არასამთავრობო ორგანიზაციას აზარალებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის თამარ ჩოგოშვილის შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელის ნინა ხატისკაცის თანამდებობიდან გათავისუფლება უკვე პოლიტიკურ ჭრილში გადადის, რაც ისეთ სანდო ორგანიზაციას, როგორიც „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოა“ აზარალებს.

ჩუგოშვილის განცხადებით, მას კომუნიკაცია ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან და აღნიშნა, რომ სჯერა განცახდებისა, რომ ეს ცვლილება შიდა ორგანიზაციული საკითხია.

„ვფიქრობ, ამის  გადატანა ასეთ პოლიტიკურ ჭრილში, ძალიან სანდო ორგანიზაციას, როგორიც „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოა“ აზარალებს. ეს ძალიან სამწუხაროა და  ვისურვებდი  ეს საკითხი ამ ჭრილში  განხილული არ იყოს.  ეს პროცესი მთლიანად არასამთავრობო სექტორს ძალიან აზარალებს“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.