პირველი ამერიკელი ქალი კოსმონავტი გარდაიცვალა

პირველი ამერიკელი ქალი კოსმონავტი გარდაიცვალა

ამერიკა დღეს პირველი ამერიკელი ქალი კოსმონავტის სალი რაიდის გარდაცვალებას გლოვობს.Agence France-Presse-ის ინფორმაციით ბარაკ ობამამ რაიდს „ეროვნული გმირი და „მაგალითის მიმცემი“ უწოდა და აღნიშნა, რომ“ სალის ცხოვრებამ გვასწავლა ის, რომ ჩვენს შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს“.

სალი რაიდი ორჯერ, 1983 და 1986 წლებში მონაწილეობდა კოსმოსურ გაფრენებში და საერთო ჯამში კოსმოსში 350 საათი დაჰყო.

სალი რაიდი ბოლო წლების განმავლობაში ნაწლავების ონკოლოგიური დაავადებით ავადმყოფობდა.