ვინ დაარქვა ზარდიათიქაუს ზარდიანთკარი?

ვინ დაარქვა ზარდიათიქაუს ზარდიანთკარი?

ეწ.სამხრეთ ოსეთის გაზეთი „სამხრეთ ოსეთი“  ქართული მხარის მიერ ოსური სოფლების სახელების გადარქმევის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ქართველებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ სოფლებისთვის ქართული სახელები დაერქვათ და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებიც ამისთვის შეეჩვიათ. ასე გაჩნდა ხელცუას ნაცვლად ხელჩუა, დძაუს ნაცვლად ჯავა, ზარდიათიქაუს ნაცვლად ზარდიანთკარი და ა.შ.

„არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასე უფრო იოლია გეოგრაფიული სახელები წარმოსათქმელად, არა. ისინი სპეციალურად ეცადნენ და ახლაც ცდილობენ, რომ ჩვენ ჩვენს ფესვებს მოვწყდეთ. ადამიანი, რომელსაც არ აქვს მძლავრი ფესვები, სწრაფად ხდება მანქურთი.

საქმე იმაშია, რომ ჩვენ ჩინოვნიკებსაც „ავიწყდებათ“ ეს და ამიტომ ოფიციალურ დოკუმენტებში, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ, ზარდიანთკარია დასახელებული. “,-წერს გაზეთი. 

მედიასაშუალების განცხადებით, სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი „გეოგრაფიული დასახელებების“ შესახებ, რომელიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში შეცვლილ ტოპონიმებს წესრიგში მოიყვანს.