საია წყალმომარაგების კომპანიის წამახალისებელ  აქციასთან დაკავშირებით,  განცახდებას ავრცელებს

საია წყალმომარაგების კომპანიის წამახალისებელ აქციასთან დაკავშირებით, განცახდებას ავრცელებს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წამახალისებელ  აქციასთან  „გადაიხადე მხოლოდ 50%“ დაკავშირებით,  განცხადებას აქვეყნებს.

საიაში განმარტავენ, რომ გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნულ კომპანიაში, სახელმწიფო 100%-იან წილს ფლობს ხოლო მის მიერ ინიცირებული აქციის მოქმედების პერიოდი წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, ჩდება ეჭვები და კითხვები, აღნიშნული ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევას ხომ არ წარმოადგენს ან უფრო მეტი, ამომრჩევლის მოსყიდვას ხომ არა აქვს ადგილი.

„საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს მოქალაქეებისათვის საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ქონების ან სხვა რაიმე უპირატესობის გადაცემა/შეთავაზება. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ წამოწყებული აქციის საარჩევნო კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხი“, - ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაცია ამ გარემოებების  გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, უწყებათშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს.

„აუცილებელია შეისწავლონ შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ზემოაღნიშნული საქმიანობა;  დაადგინონ, რითია განპირობებული აქციის წარმოება დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში და არის თუ არა ის მოგებაზე ორიენტირებული; დაადგინონ, წამახალისებელი აქციის დაგეგმვის პროცესში ხომ არ ჰქონდა ადგილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან დავალებების გაცემას კომპანიის ხელმძღვანელის მიმართ; დაადგინონ, ხომ არ აქვს ადგილი ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულს მმართველი პარტიის სასარგებლოდ; საქმის გარემოებების სათანანდოდ, მიუკერძოებლად და სრულყოფილად შესწავლის შემდეგ გაატარონ კანონით გათვალისწინებული ზომები“, - ნათქვამია საიას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.