ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთის“ წევრი პეტრე მამრაძე, „მწვანეთა პარტიას“ დაუბრუნდა.
მამრაძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, „მწვანეთა პარტიის“ წევრებთან ერთად, განცხადებას ხვალ გააკეთებს.
„მწვანეთა პარტია“ მამრაძის გადაწყვეტილებით კმაყოფილია და იმედს გამოთქვამს, რომ პარტიის საქმიანობაზე მისი პარლამენტსა და მთავრობაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება სასიკეთოდ აისახება.