ექსპერტი ნინო ფოჩხუა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, საიდანაც ირკვევა, რომ „ნაცმოძრაობამ“ ლობისტური კომპანია „ნელსონ მალინსი“ დაიქირავა, ასევე შემოწირულობებს იღებდა კონგრესმენი ჯო უილსონიც.
ფოჩხუას თქმით, უცხოელი პარტნიორებისთვის მთავარი ფულია და ისინი უკადრებელსაც არ ერიდებიან ამისთვის.
„"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები ქართველი ხალხის გვერდით დგას"-რამდენჯერ მოგვისმენია ეს სიტყვები ოპოზიციისგან და მათზე მომუშავე ჟურნალისტებისგან?
ხანდახან ვფიქრობდი ეს უცხოელი პარტნიორები იქნებ საკუთარი ქვეყნისთვის ირჯებიან, საქართველო მათთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიაა და არ ერიდებიან უკადრებელსაც, მაგრამ არა, თურმე ყველაფერი ფულია, რომ არა ფული, საერთოდ ვის გაახსენდებოდა ჩვენი ქვეყანა.
ჯო ვილსონი ჩვენი ერთგული, საქართველოსა და ქართველ ხალხზე შეყვარებულია არა?
აი ამ ფარსსა და სიცრუეში ცხოვრობს დღევანდელი ჩვენი ოპოზიცია და ცდილობს საზოგადოებაც ამ ფარსში აცხოვროს, მაგრამ არ გამოსდით, აქციებს თუ დავაკვირდებით, ხალხი ნელ-ნელა ეცლებათ და მათი პოლიტიკური გარდაცვალებაც სულ ახლოსაა,“-წერს ნინო ფოჩხუა.