The New York Times-ის ინფორმაციით, ბარაკ ობამა დაიღალა სირიის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების გზით და აჯანყებულებს დახმარებას გაუზრდის, რათა შეიქმნას კოალიცია, რომელიც ბაშარ ასადს გადადგომას აიძულებს.
ამერიკამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები თურქეთთან და ისრაელთან ქვეყნის შემდგომი განვითარების შესახებ.
„თეთრ სახლში განიხილება ისრაელის გეგმა, დაარტყას ასადის ქიმიური იარაღის საწყობებს იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდება იმის საშიშროება, რომ ეს საწყობები არ ჩაუვარდეთ ხელში ისლამისტურ ორგანიზაციებს, განსაკუთრებით „ჰესბოლას“. თუმცა, ამერიკა ისრაელის ამ გეგმას სრულად არ ეთანხმება, რადგან თვლის, რომ ეს ასადს სახეს შეუნარჩუნებს საკუთრი ხალხის წინაშე და ამ ომს უკვე ისრაელის წინააღმდეგ ომი დაერქმევა“,- წერს გამოცემა.
თეთრ სახლში ასევე აღნიშნავენ, რომ ამერიკა სამხედრო დახმარებას არ აღმოუჩენს სირიას,ამ საქმეს თურქეთს, საუდიის არაბეთსა და ყატარს „დაუტოვებს“.