ტელეწამყვან ქსენია სობჩაკს Муз-ТВ-ზე მეორე პროგრამაც დაუხურეს. რეალითი-შოუს „ტოპმოდელი რუსულად“ წამყვანი სობჩაკი აღარ იქნება. ამის შესახებ სობჩაკმა თავის ტვიტერში დაწერა.
„ეს ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როდესაც გენდირ- მუზა-ანდეი დიმიტროვი,რომელთან ერთადაც მრავალი წელია ვარ, დუდღუნებს რაღაცას „არაფორმატის“ შესახებ და მიცხადებს, რომ ეს გადაცემა მე არ უნდა წავიყვანო“,-წერს სობჩაკი.
Муз-ТВ-ს საინფორმაციო სამსახური კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გადაცემას ახალი სეზონიდან ყველაფერი ახალი ექნება, „დაწყებული ახალი კონცეფციიდან, დამთავრებული ჟიურის შემადგენლობით“. ტელევიზიაში წამყავანის სახელს და გვარს არ ასახელებენ, თუმცა კულუარული ინფორმაციით, ქსენია სობჩაკს ტოპმოდელი ევგენია ვოლოდინა შეცვლის.