Associated Press-ის ინფორმაციით, ამერიკაში ღარიბების რიცხვი სწრაფად იზრდება. სააგენტომ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის შედეგებიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინა კვირას გახდება ცნობილი. ამჯერად, წინასწარი მონაცემებით, ამერიკაში ღარიბების რიცხვმა 15, 7%-ით იმატა და წინა წლის მონაცმებს 0,6%-ით გადაუსწრო. ეს მონაცემები შეიძლება 1965 და 1983 წლებს შევადაროთ, როდესაც ამერიკაში 46 მილიონზე მეტი ღარიბი ცხოვრობდა.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამერიკელთა საშუალო კლასი სწრაფად ღარიბდება და ისინი „ხელფასიდან ხელფასამდე“ ძლივს აღწევენ, ხოლო კოლორადოს, ფლორიდისა და ნევადის შტატები, რომლებიც სიღარიბით არ გამოირჩეოდნენ, ამჯერად თავისუფლად შეგვიძლია, ღარიბი შტატების სიაში ჩავწეროთ.