ავღანელმა ჯარისკაცმა სამი უცხოელი მრჩეველი და მათი ავღანელი თარჯიმანი მოკლა. ინციდენტი ავღანეთის დასავლეთით, ქალაქ გერანტში, პოლიციის აკადემიის შენობაში მოხდა.
ავღანელი ჯარისკაცი ეიდი მოჰამედი რეგიონალურ პოლიციაში მსახურობდა. ის ადგილზე დახვრიტეს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ავღანეთში კიდევ ორი ნატოელი ჯარისკაცი მოკლეს, რომელთა ვინაობასაც ჯერჯერობით არ ახმაურებენ. კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე დასავლეთ პროვინციაში ბოევიკების თავდასხმას ემსხვერპლა.