„ქართული ოცნება“ პარლამენტის შენობის გაყიდვა არ გაყიდვაზე ინფორმაციის გამჭირვალობას ითხოვს

„ქართული ოცნება“ პარლამენტის შენობის გაყიდვა არ გაყიდვაზე ინფორმაციის გამჭირვალობას ითხოვს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ პარლამენტის შენობის გაყიდვა - არ გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამჭირვალობას მოითხოვს. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

ფანჯიკიძის თქმით, პარლამენტის საკითხთან დაკავშირებული პროცესები საჯარო და გამჭირვალე უნდა იყოს. მისი განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლებამ ამ საკითხზე საზოგადოებას ამომწურავი და სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს.

„საქმე ეხება პარლამენტის შენობას და მის გაურკვეველ ბედს. ჩვენი მოთხოვნაა აბსოლუტურად ყველაფერი, რაც პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით ხდება, ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.