კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მცხოვრებმა ქართული ენის პედაგოგმა ელზა პარკაულმა სახლში არ შეუშვა.
„არ შემოხვიდეთ გთხოვთ, სამსახურიდან გამათავისუფლებენ“, – მიმართა ელზა პარკაულმა ივანიშვილს.
კოალიციის ლიდერმა მასწავლებლის თხოვნა გაიზიარა და ეზოში არ შევიდა. „არ გვინდა კიდევ ერთი ადამიანი დარჩეს უმუშევარი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კოალიცია ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, დღეს კახეთში გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში 19 ივლისს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა და მათ დახმარებას დაჰპირდა.