ლევან ვეფხვაძე  „ქდმ“- ს საარჩევნო შტაბის უხელმძღვანელებს

ლევან ვეფხვაძე „ქდმ“- ს საარჩევნო შტაბის უხელმძღვანელებს

 „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ საარჩევნო შტაბს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე უხელმძღვანელებს. შესაბამისად, ვეფხვაძის თქმით, სწორედ საარჩევნო შტაბის ხელმძღვალობის გამო, შესაძლოა, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი არ იყოს.

ზოგადად ქდმ-ის მაჟორიტარებს  რაც შეეხება,  „ქდმ“ ამ მიმართულებით შიდა კვლების შედეგებს ელოდება.

ვეფხვაძის თქმით,  პარტიის ლიდერებთან დაკავშირებით  კონკრეტული გადაწყვეტილებებიც სწორედ კვლევის შედეგების მიხედვით იქნება მიღებული.

„კვლევა ყველა დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, თელავში, ბათუმში ჩატარდა და მის მიხედვით შერჩეულ კანდიდატებზე საბოლოო გადაწყვეტილებები მომავალი კვირისთვის იქნება მიღებული. „ქრისტიან-დემოკრატები“ მაჟორიტარობის კანდიდატებს ყველა მაჟორიტარულ ოლქში დაასახელებენ“,- განაცხადა ვეფხვაძემ.