დაზარალებულთათვის განკუთვნილი სასურსათო პაკეტი:  2 ლიტრი ზეთი,  5 კგ. შაქარი და 5 კგ.  მაკარონი

დაზარალებულთათვის განკუთვნილი სასურსათო პაკეტი: 2 ლიტრი ზეთი, 5 კგ. შაქარი და 5 კგ. მაკარონი

სტიქიის დაზარალებულთა მოსახლეობის დასახმარებლად, თელავში სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო.  პაკეტში 2 ლიტრი ზეთი, 5 კილოგრამი შაქარი და ამდენივე კილოგრამი მაკარონი შედის.

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, დახმარებას თელავის ყველა მოსახლე მიიღებს.