ვალერიან შიუკაშვილი ბათუმში სოლო კონცერტს გამართავს(VIDEO)

ვალერიან შიუკაშვილი ბათუმში სოლო კონცერტს გამართავს(VIDEO)

8 აგვისტოს, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცნობილი ქართველი  პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი სოლო კონცერტს გამართავს.  ის მსმენელის წინაშე საათნახევრიანი პროგრამით წარდგება და  შოპენის,  ბრამსის, შუბერტის და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებს. ასევე შესრულდება  რევაზ ლაღიძის „რონდო ტოკატას“ ახალი ორიგინალური ინტერპრეტაცია.

ვალერიან შიუკაშვილი 20-დან 26 აგვისტოს ჩათვლით ნიუ-იორკში საერთაშორისო მუსიკალურ კონგრესზე საპატიო სტუმრის სტატუსით გაემგზავრება. მუსიკოსმა ივნისში ბადენ-ვურტემბერგის საერთაშორისო კუნკურსზე, რომელშიც მხოლოდ საერთაშორისო კონკურსების პირველი პრემიის ლაურეატები იღებდნენ მონაწილეობას, მთავარი ჯილდო, გრან-პრი მოიპოვა. გრან–პრის მფლობელი პიანისტი კონგრესს  მოცარტის, შოპენის, შუმანის ნაწარმოებებით გახსნის.  წლის განმავლობაში ვალერიან შიუკაშვილის კონცერტები სოფიაში, მოსკოვში, ლონდონში, რიგაში, სანკტ–პეტერბურგსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში გაიმართება.