ქდმ ხელისუფლებას ალავერდის ტაძართან დაკავშირებით პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

ქდმ ხელისუფლებას ალავერდის ტაძართან დაკავშირებით პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

„ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“ ალავერდის ტაძართან დაკავშირებით ხელისუფლებას სასწრაფოდ პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი უკვე გაეცნენ სამონასტრო კომპლექსის მდგომარეობას. სწორედ იქ არსებული ვითარების გამო მოუწოდებს პარტია ხელისუფლებას სასწრაფოდ პრევენციული ზომების მიღებისკენ.

„კარგია, რომ კომისია ამ საკითხებზე მუშაობს, თუმცა საჭიროა, აღნიშნულმა კომისიამ დროულად გამოაქვეყნოს დასკვნა და დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დროულად დაიწყოს ნაპირსამაგრი და სხვა აუცილებელი სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი შეიძლება ყველასათვის ძალიან მძიმე აღმოჩნდეს", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

"ქრისტიან-დემოკრატები" ასევე მოითხოვენ, რომ აღნიშნული პრობლემიდან გამოსავალი, ადგილობრივი ეპარქიის წარმომადგენლებთან და მონასტრის ბერმონაზვნებთან თანამშრომლობით იყოს გამონახული.

19 ივლისის სტიქიის შედეგად ალავერდის ტაძარი ორჯერ დაიტბორა.