თელავში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სპეციალური საველე ჰოსპიტალი მოემსახურება

თელავში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სპეციალური საველე ჰოსპიტალი მოემსახურება

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თელავში საველე ჰოსპიტალი გაიხსნა. შესაბამისი სამედიცინო პუნქტის გახსნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით მოხდა.

ჰოსპიტალში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის სამედიცინო პერსონალი იმუშავებს, რომლებიც დაზარალებულ მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება და მათ შესაბამის კონსულტაციებს გაუწევს.

კახეთის რეგიონში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვისტები და საინჟინრო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ, მობილიზებულია საჭირო ტექნიკა. მათ მუშაობას თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი ხელმძღვანელობს.

საქართველოში მომხდარ სტიქიურ უბედურებას კახეთის გარდა სხვა რეგიონების დაზარალებაც მოყვა.