კოლორადოს კინოთეატრის „მკვლელი მსროლელი“ ფსიქიურად დაავადებულია?

კოლორადოს კინოთეატრის „მკვლელი მსროლელი“ ფსიქიურად დაავადებულია?

კოლორადოს კინოთეატრში განხორციელებული სროლების შედეგად, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა და 59 დაიჭრა, ბარაკ ოაბამამ ქვეყანაში გლოვის დღე გამოაცხადა.

პოლიციის ინფორმაციით, ოთხი პისტოლეტით და ავტომატით შეიარაღებული ჯეიმს ჰოლმსი კინოდარბაზში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ჰოლმსმა პისტოლეტები ახლომდებარე ცეცხლსასროლ მაღაზიაში,  ხოლო 6000-მდე ვაზნა ინტერნეტის საშუალებით შეიძინა,.

კოლორადოს პოლიცია ჰოლმსის ბინაში ვერ შედის, რადგან ყველგან ხაფანგებია მოწყობილი. „მთლ ბინაში რის უამარავი სადენები, დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომელთა განაიარაღებასაც რამდენიმე ხანი დასჭირდება. ეს არ შეძლება ნორმალური ადამიანის ნამოქმედარი იყოს“,-აცხადებს ავრორას პოლიციის შერიფი დენიელ ოუტსი.