რამაზ საყვარელიძე:  ვერსია, რომ ივანიშვილის დახმარება დაზარალებული მოსახლეობისათვის  წინასაარჩევნო სვლაა, ღიმილის მომგვრელია

რამაზ საყვარელიძე: ვერსია, რომ ივანიშვილის დახმარება დაზარალებული მოსახლეობისათვის წინასაარჩევნო სვლაა, ღიმილის მომგვრელია

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით,  პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ,  სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ 10 მილიონ ლარის გადარიცხვაზე ვერსია, რომ ეს ქმედება წინასაარჩევნოდაა მიმართული, უსაფუძვლოა.

საყვარელიძის თქმით, ივანიშვილი, რომ ივანიშვილი არ იყოს ვერსია,  რომ ეს წინასაარჩევნო სვლაა ალბათ, რაღაც საფუძველს იპოვიდა, მაგრამ ადამიანს, რომელსაც საქართველოს გასაჭირში სხვადასხვა მიმართულებით მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული ამ ფონზე, მსგავსი განცხადება ღიმილის მომგვრელია.

„ოცწლიანი ქველმოქმედების პერიოდში,  მას უკვე ამომრჩევლის გული მოგებული აქვს. ვერსია, რომ ეს წინასაარჩევნო ქმედებაა  უსაფუძვლოა, მაგრამ წინასაარჩევნოდ ამ წინადადებაში  შეიძლება  ერთი ელემენტი იყოს და  ეს წინანადება ხელისუფლებას საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს.  ხელისუფლებამ თუ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან,  ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბარი გააგრძელა, მხარდამჭერებს თავად დაკარგავს.  ხელისუფლება დგება არჩევანის წინაშე -  დათანხმდება, წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ თავთან, არ დათანხმდება - წინააღმდეგობაში მოდის მოსახლეობასთან და  ცუდ როლს შეასრულებს წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის წინაშე“, - განაცხადა საყვარელიძემ.