ოლიმპიური ცეცხლი ლონდონში ჩავიდა

ოლიმპიური ცეცხლი ლონდონში ჩავიდა

ოლიმპიური ცეცხლი ტაუერის კოშკში Sea King-ის  დედოფლის საზღვაო ჯარისკაცებმა მიიტანეს. საზღვაო ჯარისკაცი მარტინ უილიამსი ვეტმფრენით დაეშვა და ისე გადასცა ცეცხლი ათენის ოლიმპიურ ჩემპიონს კელი ჰოლმსს, რომელმაც ოლიმპიური ცეცხლი აბულ კასიმს გადასცა და რომელმაც იგი საზეიმოდ შეიტანა ტაუერის კოშკში. ოლიმპიური თამაშების გახსნამდე ცეცხლი უიმბლდონის სტადიონზე დაიდებს ბინას.

ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად შემდეგ პარასკევს გაიხსნება.

ბრიტანეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ სებასტიან კოემ განაცხადა, რომ ოლიმპიური ცეცხლისთვის ადგილი სპეციალურად შეირჩა, რადგან ტაუერი ბრიტანელებისთვის მონარქიის ძალა და სიმბოლოა.