ალავერდის ტაძარი სტიქიის შედეგად საფრთხეში აღმოჩნდა

ალავერდის ტაძარი სტიქიის შედეგად საფრთხეში აღმოჩნდა

ალავერდის ტაძარის  მღვდელმონაზონის იოსების განცხადებით, ალავერდის ტაძარი სტიქიის შედეგად საფრთხეში აღმოჩნდა.  მისი თქმით, კახეთში ალავერდის მონასტრის ტერიტორია ორჯერ უკვე დაიტბორა და აღნიშნავს, რომ ტაძარი კიდევ ერთ დატბორვას ვეღარ გაუძლებს.

მღვდელმონაზონი ამბობს, რომ  უხვი ნალექის შედეგად ზემოხოდაშენის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა წყალმა მონასტრის მიმდებარედ წინა წელს აშენებული დამცავი დამბები ამოავსო და მონასტრის ტერიტორია დატბორა.

მღვდელმონაზონი მიიჩნევს, რომ ტაძრის გადასარჩენად სასწრაფო ღონისძიებების მიღებაა საჭირო და აღნიშნავს, რომ  მდინარის კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები დროულად უნდა დაიწყოს.

„მონასტერთან ახლოს მდინარეს ღვარცოფი, ნატანი მოაქვს. საშიშროება თანდათან იზრდება. თუ ასე გაგრძელდა, ნატანი კალაპოტში აღარ დაეტევა და იმაზე უარესი მოხდება, რაც გუშინ იყო“,-აცხადებს მონასტრის მღვდელმონაზონი.