დენიელ კრეიგის ახალი როლი

დენიელ კრეიგის ახალი როლი

ცნობილმა კინორეჟისორმა დევიდ ფინჩერმა ცოტა ხნის წინ ახალ სურათზე მუშაობა დაიწყო. ის იღებს  ეკრანულ ვერსიას მწერალ სტივ ლარსონის რომანისა “ქალიშვილი დრაკონის სვირინგით”. ამ სურათში მთავარ როლს მსახიობი დენიელ კრეიგი ასრულებს.

 

შვედი მწერლის ეს რომანი რამდენიმე წლის წინ დაიბეჭდა და მსოფლიო ბესტსელერად იქცა.

 

წიგნის ეკრანიზაცია ერთობლივი ძალებით 2009 წელს უკვე მოასწრეს შვედეთმა, დანიამ, გერმანიამ და ნორვეგიამ. ფილმმა რამდენიმე პრესტიჟული პრემიაც დაიმსახურა. ამის მიუხედავად, კინოს თემაზე მწერალი ჟურნალისტების აზრით, დევიდ ფინჩერის ვერსია ყველაზე წარმატებული აღმოჩნდება.

 

შეგახსენებთ სიუჟეტს. საქმეს უკვე ჩამოშორებული ჟურნალისტი ორმოცი წლის წინათ დაკარგული ქალიშვილის ამბავს იძიებს და მისი ოჯახის საშინელ საიდუმლოებებს აწყდება.

 

ფილმის “ქალიშვილი დრაკონის სვირინგით” მსოფლიო კინოპრემიერა 2012 წლის გაზაფხულზე გაიმართება.