მაია ფანჯიკიძე: დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თანხების გამოყოფა საარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება

მაია ფანჯიკიძე: დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თანხების გამოყოფა საარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ,  სტიქიის შედეგად, დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თანხების გამოყოფა საარჩევნო პერიოდს არ უკავშირდება. ფანჯიკიძე განმარტავს, რომ ივანიშვილი სახელმწიფოს ფინანსურ დახმარებას წლების განმავლობაში უწევდა და  სხვადასხვა დროს მის მიერ გაღებული სახსრები სტიქიით დაზარალებულ ოჯახებსაც უნდა მოხმარებოდა.

„და თუ ხელისუფლება ამას არ აკეთებდა ეს მისი პასუხისმგებლობაა და არა ივანიშვილის. მისი გუნდის წევრებმაც კი, ბოლომდე არ ვიცით იმ დახმარების მოცულობის შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ სახელმწიფოს გაუწია“, - განაცხადა  ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ კოალიციის ლიდერის მიერ გადარიცხული თანხები, რომ მიზნობრივად დაიხარჯოს  საზოგადოებრივი მონიტორინგია აუცილებელი.

„კოალიცია ვითარების შესაბამისად გადაწყვეტს ამ თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე განახორციელოს თუ არა მონიტორინგი“, - აცხადებს  ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, საბიუჯეტო ანგარიშზე ბიძინა ივანიშვილი 10 მლნ ლარს ჩარიცხავს.