პრეზიდენტმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სხდომა გამართა

პრეზიდენტმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სხდომა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბის სხდომა მოიწვია, რომელსაც მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. 

იგი  სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად დაწყებული მასშტაბური სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა. დღევანდელ სხდომაზე სააკაშვილმა აღნიშნა, რომ თავრობა, პრაქტიკულად, შეუძლებელს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობას მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს. 

„საქართველოს უახლეს ისტორიაში მე არ მახსენდება ამ მასშტაბის დახმარება არცერთი სტიქიური უბედურების დროს, მაგრამ ეს იყო აუცილებელი, რადგან გუშინ ჩვენი თავლით ვნახეთ რა მასშტაბის ნგრევა გამოიწვია სტიქიამ“-განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე განმარტებით, სტიქიის შედეგად ყველაზე მძიმედ დაზარალებულები სრულად მიიღებენ კომპენსაციას, დანარჩენებს კი, ზარალი ნაწილობრივ აუნაზღაურდებათ. რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კრედიტებს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოსახლეობას მათი გადახდის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდება, სესხის პროცენტს კი - სახელმწიფო დაფარავს.