კრის ხემსვორტი სტივენ სპილბერის ახალ ფილმში ითამაშებს (VIDEO)

კრის ხემსვორტი სტივენ სპილბერის ახალ ფილმში ითამაშებს (VIDEO)

სტივენ სპილგმერგმა კრის ხემსვორტს თავის ახალ ფილმში „Robopocalypse“, ერთ-ერთი, მთავარი როლი შესთავაზა.

რეჟისორი უკვე შეხვდა მსახიობს, რომ ერთად განეხილათ ფილმის პროექტი, თუმცა ოფიციალური თანხმობა მისგან ჯერ-ჯერობით არ მიუღია.

სურათი „Robopocalypse“ ამერიკელი მწერლის დენიელ უილსონის, 2011 წელს გამოსული იგივე სახელწოდების  რომანის ეკრანიზაციაა.

გასულ წელს ითქვა, რომ ამ ფილმს სპილბერგი კანადის პროვინცია კვებეგში გადაიღებდა.  ფილმის გამოსვლის სავარაუდო თარიღი 2014 წლის აპრილია.

 ხემსვორტი ცნობილია ფილმებიდან: „თორი“, „შურისმაძიებლები“ „ფიფქია და მონადირე“ და ა.შ.