სამეგრელოში „ახალმა მემარჯვენეების“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცნობილია

სამეგრელოში „ახალმა მემარჯვენეების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცნობილია

„ახალმა მემარჯვენეებმა“ დღეს ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარმოადგინა. კანდიდატები პარტიის ლიდერმა, დავით გამყრელიძემ თავად დაასახელა.

ზუგდიდში კენჭს მანანა ნაჭყებია იყრის. გამყრელიძის თქმით, სამეგრელო უმნიშვნელოვანესი რეგიონია და პარტიის ერთ-ერთი ლიდერის წარდგენა რეგიონის ცენტრში ხაზს უსვამს, რომ "მემარჯვენეები" ამ რეგიონზე სერიოზულ გათვლას აკეთებენ. 

"მანანა ნაჭყებიასთვის სამეგრელო მშობლიური რეგიონია, ზუგდიდი მისი დედულეთია, ამიტომ მან ზედმიწევნით კარგად იცის რეგიონის პრობლემები. მით უმეტეს, პარტიიდან ის სამეგრელოს პოლიტიკური კურატორია და უკვე დიდი ხანია მუშაობს რეგიონში, ხვდება მოსახლეობას, პრაქტიკულად მოვლილი აქვს მთელი სამეგრელო და პირველ რიგში ზუგდიდის რაიონი", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

აბაშაში პარტიის დეპუტატობის კანდიდატი გელა თოფურია იქნება, რომელიც აბაშის საკრებულოს წევრია. მარტვილში კენჭს შოთა ჩახავა, ხობში - კახა ლატარია იყრიან. ყველა წარდგენილი კანდიდატი პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.