ამომრჩეველთა ლიგამ „კარდაკარ“- კამპანიის პროცესში17% დან 22% მდე უზუსტობა აღმოაჩინა

ამომრჩეველთა ლიგამ „კარდაკარ“- კამპანიის პროცესში17% დან 22% მდე უზუსტობა აღმოაჩინა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა“ ალტერნატიული „კარდაკარ“-ის პროცესში 17% დან 22% მდე უზუსტობა აღმოაჩინა. ამის შესახებ ლიგის თავმჯდომარემ, კოკა გუნცაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ალტერნატიული „კარდაკარ“ კამპანიის მიმდინარე შედეგები წარმოადგინა.

გუნცაძემ ის ახალი კონკრეტული ფაქტები წარმოადგინა, რომლებიც მისი თქმით, საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში დაფიქსირდა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სამუშაოს 80% უკვე შესრულებულია.

რაც შეეხება კონკრეტულ მონაცემებს თბილისში სულ 933 238 ამომრჩეველია. ამომრჩეველთა ლიგის მიერ    გავლილი - 782 181-ი  რაც  საერთო რაოდენობის 85%-ია, აქედან აღვწერეთ 616 906. გარდაცვლილია - 4 386; უცხოეთში იმყოფება - 34 499; დაუდგენელია 85 445; მისამართი არ  იძებნება 17 909; სიაში არ არის 7 906. სულ უზუსტობა 132 236, რაც 17%-დან 22%-მდე დარღვევათა შედეგის მაჩვენებელია.

ზუგდიდის მასშტაბით სიაში ამომრჩეველთა რაოდენობა  47 256-ია.  ზუგდიდშიც ასევე , ეგ მონაცემი ამომრჩეველთა ლიგის  მიერ გავლილი და შემდეგ აღწერილია 42 380 ადამიანი; გარდაცვლილია - 318; უცხოეთში იმყოფება - 1 046; დაუდგენელია - 6 311; მისამართი არ იძებნება-1 446; სიაში არ არის - 704. სულ უზუსტობა - 8 442, რაც 13 %-დან 18 %მდე დარღვევას ასახავს.

„ეს მონაცემები თბილისისა და ზუგდიდის მაგალითების მიხედვითაა. იმ ველზე, სადაც ჩვენ ალტერნატიული „კარდაკარ“ სამუშაოები დავიწყეთ.  ერთიან საარჩევნო სიაში სწორედ ეს 17%-დან 22%-მდე უზუსტობის მაჩვენებელი წარმოადგენს ამომრჩეველთა ხმების ფალსიფიკაციის საფუძველს“, - განაცხადა გუნცაძემ.

მისივე განმარტებით, უკვე შემდგომ პრესკონფერენციაზე „ამომრჩეველთა ლიგა“ ალტერნატიული „კარდაკარ“ აქციის შემაჯამებელ მონაცემებს წარმოადგენს.

„გამოვალთ შესაბამისი ინიციატივებით და დავიწყებთ კამპანიას არჩევნების ფალსიფიკაციის წინააღმდეგ იმ ფაქტებისა და ციფრების საფუძველზე, რომელიც ალტერნატიული „კარდაკარ“ კამპანიის შედეგად მოვიპოვეთ“, - განაცხადა გუნცაძემ და აღნიშნა მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან არ ელის ამ საარჩევნო სიაში რადიკალური ცვლილებების შეტანას ლიგა მზად არის მათ მიერ მოპოვებული ფაქტები და მონაცემები ყველა ინსტანციას გადაუგზავნოს.