მერაბიშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებს

მერაბიშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებს

ფინანსთა სამინისტროსთან კომპენსაციებთან დაკავშირებით  მოლაპარაკებები გაიმართა და პროდუქტის ნაწილი, რომლითაც მთავრობა მოსახლეობას დაეხმარება უკვე შესყიდულია. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თელავში დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, კომპენსაციების საკითხიც რამდენიმე საათში დათვლილი და მოგვარებული იყოს. დახმარება ჩვენ უნდა გავუწიოთ არა მხოლოდ კახეთის, არამედ მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობასაც. ჩვენ უკვე დავიწყეთ სურსათის შესყიდვები იმისთვის, რომ უმოკლეს ვადაში მოხდეს იმ ადამიანების დაკმაყოფილება, რომლებმაც პრაქტიკულად ყველაფერი დაკარგეს - ხილიც, ბოსტნეულიც, მიწაც, მოსავალიც და დარჩნენ ბედის ანაბარა", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. 

მისივე განმარტებით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასთან დაკავშირებით რამდენიმე საათში საგანგებო განცხადებას გააკეთებს და მოსახლეობას მოუწოდა მათ მიერ დაწყებულ ღონისძიებებს გაგებით მოეკიდონ.

მერაბიშვილის თქმით, სახურავების შეკეთება უკვე დაწყებულია, თუმცა აღნიშნა, რომ იმის გამო, რომ ბევრია შესაკეთებელი, შეიძლება დღეს და ხვალ შესაძლებელია ვერ დასრულდეს პროცესი.

საქართველოში ვინც კი სპეციალისტი იყო, ადგილობრივ კადრებთან ერთად, ყველას მობილიზება განვახორციელეთ - თბილისიდან, აჭარიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან. გვინდა მაქსიმალურად ხარისხიანად გავაკეთოთ, რომ მსგავსი ფაქტები თავიდან ავიცილოთ", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.