რობი უილიამსმა ონლაინ რეჟიმში სტუდენტს  მინი კონცერტი მოუწყო(VIDEO)

რობი უილიამსმა ონლაინ რეჟიმში სტუდენტს მინი კონცერტი მოუწყო(VIDEO)

რობი უილიამსმა Chatroulette-ს ვიდეოჩატში იმპროვიზაციული მინი კონცერტი მოაწყო.  მაყურებელი 19 წლის სტუდენტი ადამ ჰოუაბი გახდა. როგორც ის ამბობს,  პოპ-ვარსკვლავთან ონლაინ შეხვედრითა და მის „ლაივ“ კონცერტზე დასწრებით გაოცებული და უზომოდ ბედნიერია.

ადამის სიტყვებით, მომღერალმა ვიდეო ჩატში მას თავისი ტატუ აჩვენა, რომ ბიჭს ასე უფრო დაეჯერებინა, რომ მასთან ნამდვილი პოპ-ვარსკვლავი საუბრობდა და არა  ვიღაც სხვა, ვინც მას უბრალოს,  ძალიან ჰგავდა. ამის შემდეგ რობიმ ადამს გაუმხილა, რომ სტუდიაში იმყოფებოდა, სადაც  ახალ მუსიკაზე მუშაობდა.

უილიამსმა ადამისთვის ახალი კომპოზიციის ფრაგმენტი შეასრულა, რომელსაც მისი სიტყვებით  „Losers“ ჰქვია. როგორც მომღერალმა აღნიშნა, ეს სიმღერა გახდება ახალი ალბომის ერთ-ერთი, სინგლი, რომელიც გაყიდვაში ოქტომბრის თვეში გამოვა.

პოპ-ვარსკვლავის მინი კონცერტი ადამმა iPhone-ზე ჩაიწერა და ინტერნეტსივრცეში განათავსა.

უილიამსის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ სიმღერა Losers, მართლა არსებობს და ის მომღერლის ახალ ალბომში ნადვილად შევა. თავად რობის კომენტარი ონლაინ კონცერტსა და სტუდენტთან საუბარზე ამ დრომდე არ გაუკეთებია.