ხელისუფლებამ საკუთარ თავს შეუძახა „შეაჩერე ვარდნა“ და ამის განსახორციელებლად მოახდინა, ასეთი გრანდიოზული ცვლილებები

ხელისუფლებამ საკუთარ თავს შეუძახა „შეაჩერე ვარდნა“ და ამის განსახორციელებლად მოახდინა, ასეთი გრანდიოზული ცვლილებები

ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით,   ხელისუფლებაში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებებით სააკაშვილმა ძალიან ღრმა და სახელისუფლები კრიზისი დაადასტურა. ამის შესახებ უშიშროების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა For.ge-ის პრესკლუბში დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა

მისი თქმით, სააკაშვილმა იგრძნო, რომ ივანიშვილმა ის მოულოდნელად რაღაცა ტიპის მოხდენილი მანევრით ჩამოიტოვა. დინამიკამ ამ მიმართულებით კი მისი განმარტებით, სტარტი  „გრანდიოზული“ 27 მაისის აქციიდან აიღო და დასძინა, რომ სამთავრობო ცვლილება ამ დინამიკს და ამ ვარდნის შეჩერების მცდელობა იყო.

„ხელისუფლება არის ღრმა პოლიტიკურ, ემოციურ და ესთეტიურ კრიზისში, ის ცდილობს როგორმე შეამციროს გარღვევა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში 27 მაისს დაფიქსირდა.  ხელისუფლებამ საკუთარ თავს შეუძახა „შეაჩერე ვარდნა“ და ამის განსახორციელებლად მოახდინა მთავრობის გადაყენება და მასში ასეთი გრანდიოზული ცვლილებები“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, გამოჩნდა თითქოს ხელისუფლებას  მხარდამჭერების კატასტროფული დეფიციტი ჰქონდა. მაგრამ აქვე განმარტა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“  თავისი ფიქსირებული მხარდამჭერები ყავს, ამიტომ, მისი თქმით, სინამდვილეში იმ ხალხის რაოდენობამ იმატა, რომელთაც აღარ აქვთ თვიცენზურა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ და განწყობილებებს პირდაპირ აფიქსირებენ.

„როცა კოალიცა თავის მომხრეებთან ერთად ასე ძალუმად გადმოიღვარა დედაქალაქის ქუჩებში ამან დათრგუნა მათი შიში. მე ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეხლანდელი სამთავრობო ცვლილებები თუ ოპოზიციური პარტიების რაღაც პროგრამული დოკუმენტები მხარდამჭერების მატება-კლების განმსაზღვრელი გახდეს. საქართველოში ძირითადი ამომრჩეველი უკვე ფორმირებულია და ასეთი ცვლილებებით ხელისუფლება  საზოგადოებაზე ვერ მოახდენდა ზემოქმედებას. ან თუ მოახდენდა, არც თუ დადებითს“, - დასძინა ნაცვლიშვილმა.