ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიებს ახალი ინიციატივით მიმართა

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიებს ახალი ინიციატივით მიმართა

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიებს ახალი ინიციატივით მიმართა. ეს წინადადება დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ გაახმაურა.  

მმართველი პარტია პარტიებისთვის შემუშავებულ დეკლარაციას, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებსაც ამატებს.

ბაქრაძემ განმარტა, რომ ის უკავშირდება საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და თავისუფალი დემოკრატიული საარჩევნო გარემოს ფორმირებას.

მისი თქმით, გასულ კვირას „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა ინიციატივით, რომ შექმნილიყო პოლიტიკური პარტიების ერთობლივი დეკლარაცია ძირითადი პრინციპებით, რომელიც სხვა ფუნდამენტური განსხვავების მიუხედავად, ყველა პარტიას თანაბარ, თავისუფალ და ძალადობისგან დაცულ გარემოში საარჩევნო კამპანიის და არჩევნების ჩატარების საშუალებას მისცემდა.

ბაქრაძემ დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით  ყველა პარტიას მიმართა, რომ წინა კვირას გავრცელებულ დეკლარაციასთან ერთად, დათანხმდნენ და მიიღონ ყველა ის პრინციპი, რომელიც შემუშავებულია არასამთვრობო ორგანიზაციების მხრიდან.

“ვფიქრობ, რომ მათ მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ნამდვილად გააჩნია ღირებულება. ის პრინციპები, რომელიც მათ შემოგვთავაზეს, ნამდვილად მნიშვნელოვანია და მათი ცხოვრებაში გატარება, ნამდვილად დაგვეხმარება, რომ საარჩევნო გარემო იყოს უფრო დაცული და უფრო თავისუფალი. სწორედ ამიტომ, დღეს ვაცხადებ, რომ ნაციონალურიო მოძრაობა თანახმაა ჩვენს მიერ წინა კვირაში გაჟღერებულ პრინციპებს დაემატოს პუნქტი, რომელითაც ვეთანხმებით არასამთავრობო ორგანიზიაციების მიერ მომზადებულ ყველა რეკომენდაციას” - განაცხადა ბაქრაძემ..

ახალი პუნქტი, რომელიც დავით ბაქრაძემ დღეს გააჯღერა, ასეთია: „ვუერთდებით და მხარს ვუჭერთ 16 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სამართლიანი, კონკურენტული და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესის ხელშეწყობის მიზნით შემოთავაზებულ პრინციპებს“.