ნიკა გილაურს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა უნდოდა

ნიკა გილაურს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა უნდოდა

პრემიერ-მინისტრობიდან წასულ ნიკა გილაურს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სდომებია, თუმცა, „კოვზი ნაცარში ჩაუვარდა“ .

როგორც from.ge-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, მას შემდეგ რაც გილაური პრემიერობიდან მოხსნეს, მას ჰკითხეს, სად წავიდოდა, რაზეც უპასუხია, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას ისურვებდა.

როგორც ამბობენ, ფედერაციის ამჟამინდელ პრეზიდენტს დომენტი სიჭინავას განცხადებაც კი დააწერინეს, თუმცა, იგი იმან გადაარჩინა, რომ ევროპაში გაფრინდა და ევროპის სუპერთასის გათამაშების უფლება 2015 წლისთვის მოიპოვა, რომელიც თბილისში გაიმართება.

ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შემდეგ, ხელისუფლებამ უკან დაიხია. ხელისუფლებამ იფიქრა, რადგან თუკი დომენტი სიჭინავას მოხსნიდნენ, უეფაში და ფიფასი საქმეს გაიფუჭებდნენ, რადგან ეს ფეხბურთის ფედერაციაში ხელისუფლების ჩარევად მიიჩნეოდა.

მას შემდეგ რაც ეს რისკები გაითვალისწინეს , გადაწყდა, რომ სიჭინავას დატოვებდნენ. ოღონდ იმ პირობით, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა   მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ფედერაციის კონტროლს განახორცილებდა.

მას შემდეგ რაც სიჭინავა ფედერაციის პრეზიდენტად დარჩა, ნიკა გილაურს ახალი საქმე გამოუძებნეს და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დანიშნეს.

გილაური პარლამენტში დასვეს და აპარტამენტებიც გამოუნახეს, თუმცა, რამდენი დღე იჯდება პარამენტში ეს გაურკვეველია, რადგან პარლამენტის შენობის ბედი გაურკვეველია.