დიპკორპუსი ხელისუფლებას must-carr-ის და must-offer

დიპკორპუსი ხელისუფლებას must-carr-ის და must-offer"-ის არჩევნების შემდეგაც გავრცელების აუცილებლობისკენ მოუწოდებს

საქართველოში აკრედიტებული ელჩები ხელისუფლებას არჩევნების შემდეგ "must-carr-ის და must-offer"-ის  გავრცელების შესაძლებლობის განხილვისკენ მოუწოდებენ. ამასთან დაკავშირებით ელჩების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გუშინ გაიმართა.

 მათი განცხადებით, ისინი მიესალმებიან ამ ინიციატივას , მაგრამ აუცილებლად მიაჩნიათ მისი ჩართვის ვალდებულება ხელისუფლებამ არჩევნების შემდეგაც იკისროს.

„ელჩების სამუშაო ჯგუფი შეიკრიბა საარჩევნო კოდექსში შეტანილი უკანასკნელი ცვლილებების განსახილველად, რომელიც საკაბელო ოპერატორებს სატელევიზიო მაუწყებლების ჩართვას ავალდებულებს. შეკრებილი ელჩების სახელით, გვსურს მივესალმოთ აღნიშნულ ცვლილებებს, როგორც უაღრესად პოზიტიურ ინიციატივას ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილის უფრო მრავალფეროვანი სახის საინფორმაციო წყაროებით უზრუნველყოფის კუთხით. ჩვენ აგრეთვე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, კვლავაც განიხილოს “must-carr-ის და must-offer"-ის ვალდებულების გავრცელების შესაძლებლობა არჩევნების დღის შემდგომი პერიოდისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.