სახალხო დამცველსა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარეს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სახალხო დამცველსა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარეს შორის მემორანდუმი გაფორმდა

 სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე სალომე ნამიჭეიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად სოციალური მუშაობის, როგორც უფლებადამცავი პროფესიის განვითარების მხარდაჭერა. 

მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში რიგი ღონისძიებების გატარება იგეგმება. კერძოდ, სამუშაო შეხვედრები, ინტერსექტორული ტრენინგები, სემინარები, რომელიც ხელს შეუწყობს სოციალური მუშაობის, როგორც უფლებადამცავი პროფესიის განვითარებასა და პოპულარიზაციას. 

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ერთად დაგეგმავენ სხვადასხვა აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს მემორანდუმით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.