უშბაზე დაკარგულ ალპინისტებს ეძებენ

უშბაზე დაკარგულ ალპინისტებს ეძებენ

დღეს დილიდან ქართველი მაშველები მწვერვალ უშბაზე დაკარგულ უკრაინელ ალპინისტებს ეძებენ. 

უბედური შემთხვევა მწვერვალიდან დაშვებისას  მოხდა. ერთ-ერთი მთამსვლელის, ჟენია ტარანიკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშვებისას, 3,600 მეტრის სიმაღლეზე, მის ძმას, საშა ტარანიკს და დიმა ვოლოშინს დამცავი ბაგირი გაუწყდათ და ხევში გადაიჩეხნენ. 

ამ წუთებში სამაშველო ჯგუფში მყოფი მთამსვლელები იგივე გზის გავლას ცდილობენ, სადაც შესაძლოა, დაკარგულები იყვნენ.

ტარანიკის ინფორმაციით, 4 უკრაინელი ალპინისტი უშბის დასალაშქრად საქართველოში 13 ივლისს ჩამოვიდნენ.