წარმატებული ბრაზილიური გამომცემლობა დავით დეფის სამ რომანს გამოაქვეყნებს (VIDEO)

წარმატებული ბრაზილიური გამომცემლობა დავით დეფის სამ რომანს გამოაქვეყნებს (VIDEO)

ბრაზილის წარმატებულმა გამომცემლობამ „ლუმე ედიტორ“ დავით დეფისთან კონტრაქტი სამ რომანზე გააფორმა.

ავტორთან ასეთი ტიპის კონტრაქტის გაფორმება, რომელიც ერთი თვის ინტერვალით ზედიზედ სამი რომანის გამოქვეყნებას გულისხმობს, უიშვიათესი შემთხვევაა.

გამოქვეყნდება ნაწარმოებები: „ბაღები და ეშმაკთა სამკვიდრო“, (რომანი რუსეთ საქართველოს ომზე),  „დილა სასწაულების წინ” და „სიტყვები, სიტყვები, სიტყვები“.

სამივე წიგნის გამოცემა 2013 წელს იგეგმება და პორტუგალიურ ენაზე მათ თარგმანს, ბრაზილიის წამყვანი ლინგვისტები და მთარგმნელები ახორციელებენ. 

გამომცემლობის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ დავით დეფის სამივე ნაწარმოები, მსოფლიო მნიშვნელობის უახლესი ლიტერატურული მოვლენაა და დეფის სამ რომანზე, ამიტომაც გაფორმდა კონტრაქტის უპრეცენდენტო ვარიანტი.