დავით გამყრელიძემ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაჟორიტარი კანდიდატები  დაასახელა

დავით გამყრელიძემ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელა

„ახალი მემარჯვენეების“  ლიდერმა დავით გამყრელიძემ  საპარლამენტო არჩევნებისთვის მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 3 რაიონში დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა.

მცხეთაში პარტიიდან მურად ჩხაიძის, თიანეთში ქეთევან გონჯილაშვილის, ხოლო დუშეთში - ვეფხია ბოდაველის კანდიდატურები დასახელდა.

„სამივე მაჟორიტარი კანდიდატი პოლიტიკაშია, რაიონულ ორგანიზციებს ხელმძღვანელობენ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამივე თავის რაიონში დაიბადა, გაიზარდა და დღემდე საქმიანობს. კარგად იცნობენ თავიანთი რაიონის პრობლემებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.