„ერთობა სამართლიანობისთვის“ პარლამენტის შენობაში მათთვის განკუთვნილი ოთახების დაცლას არ აპირებს

„ერთობა სამართლიანობისთვის“ პარლამენტის შენობაში მათთვის განკუთვნილი ოთახების დაცლას არ აპირებს

პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ პარლამენტის შენობაში მათთვის განკუთვნილი ოთახების დაცლას არ პირებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ კარლო კოპალიანმა განუცხადა.  

ამ ფრაქციის სამუშაო ოთახები პარლამენტის „ც“ კორპუსშია, რომლის დაცლა უკვე დაიწყეს.

კოპალიანის თქმით, საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილება არ ამოწურვია.

„როგორ შეიძლება დეპუატატს პარლამენტის შენობის დატოვება მოსთხოვო? ჩვენი ფრაქცია არსად წასვლას არ აპირებს“, –  აღნიშნა კარლო კოპალიანმა.

ამ ფრაციამ ოთახების დაცლის შესახებ სიტყვიერი მითითბა უკვე მიიღო, თუმცა, ამ მითითების შესრულებას ჯერ არ აპირებენ.

პარლამენტის შენობის, „ც“  კორპუსის დაცლის პროცესი გუშინ დაიწყო და ერთი კვირის ვადაში უნდა დასრულდეს. აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.