მიხეილ სააკაშვილი: შატილში უკვე რამდენიმე წელია, კოშკები სავალალო მდგომარეობაშია

მიხეილ სააკაშვილი: შატილში უკვე რამდენიმე წელია, კოშკები სავალალო მდგომარეობაშია

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შატილში იმყოფება. პრეზიდენტმა შატილის კომპლექსს შთამბეჭდავი უწოდა და იქ დაგეგმილი სამუშაობის დროულობაზე ისაუბრა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ შატილში უკვე რამდენიმე წელია, კოშკები სავალალო მდგომარეობაშია.

მისი თქმით, შატილის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც იქ, სამხრეთის ნაწილში, ქვების ცვენა განვითარდა და კედელი ჩამოინგრა.

შატილში გუშინ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ექსპედიციაც გაემგზავრა.

შატილში სამი კოშკის რეაბილიტაცია იგეგმება – N 43, 44 და 45-ის. სამივე კოშკის მდგომარეობა ექსპერტების მიერ სავალალოდ ფასდება, განსაკუთრებით 43-ის.

სამი კოშკის რეაბილიტაციას „შპს კონსტრუქტორი 2012“, 59 370 ლარად, 15 სექტემბრამდე ჩაატარებს. რეაბილიტაციის პროცესი კი დაახლოებით ორ კვირაში დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ხევსურეთში, შატილიდან 20 კილომეტრში მდებარეობს ასევე ციხე-ქალაქი მუცო, რომელიც უფრო მასშტაბურია, თუმცა შატილზე მეტად დაზიანებული. მუცოში მხოლოდ რამდენიმე კოშკია გადარჩნილი მთლიანად ჩამონგრევას, მაგრამ ბზარება მათაც აქვთ.