ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაური თბილისს ეწვია

ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაური თბილისს ეწვია

თბილისში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი მარკ ჰერტლინგი თბილისს სტუმრობს. ის  ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამხედრო მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს მართავს.

მარკ ჰერტლინგის თქმით, აშშ- ს არმიის მეთაური  საქართველოსა და აშშ-ს შორის მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობისა და წვრთნების  საკითხებს განიხილავს და „აგრეთვე  მადლობას გადაუხდის საქართველოს ISAF-ის მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“.

აშშ-ს საელჩომ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის არმია ევროპაში „აძლიერებს ალიანსს და აგებს პარტნიორთა შესაძლებლობებსა და სიმძლავრეს, რაც აგრეთვე გამოიხატება ავღანეთში მომსახურე ქართველ ჯარისკაცთა წვრთნაში, რომლებიც გადიან ოთხკვირიან წვრთნებს ჰოჰენფელცში, გერმანიაში, ავღანეთში მისიის დაწყებამდე“.