არჩილ კბილაშვილი: Skadden-ის იურიდიული ჯგუფი ივანიშვილის სამართლებრივი უფლებების დაცვას და აღდგენას შეეცდება

არჩილ კბილაშვილი: Skadden-ის იურიდიული ჯგუფი ივანიშვილის სამართლებრივი უფლებების დაცვას და აღდგენას შეეცდება

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საერთაშორისო იურიდიული კომპანია Skadden-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას „ქართული ოცნებიდან“ კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და მისი წარმომადგენელი არჩილ კბილაშვილი, Skadden-ის მხრიდან კი ლონდონის ოფისის ხელმძღვანელი, დევიდ ჰერლიხი და ვაშინგტონის ოფისის ხელმძღვანელი გრეგორი ბესტორ გრეგი. 

როგორც არჩილ კბილაშვილმა From.ge -სთან საუბარში განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ივანიშვილის მიმართ განხორციელებულ დარღვეულ სამართლებრივი ნორმებს და აღნიშნა, რომ იურიდიული კომპანია შეეცდება საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში ამ უფლებების აღდგენას. მისი თქმით ამის დამადასტურებელი მასალები Skadden-ის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ და იცნობდნენ კიდეც.

„ეს არის საერთაშორისო იურიდიული ჯგუფი, რომლებიც შეისწავლიან ყველა იმ უფლებების დარღვევას, რომელიც ოქტომბრიდან დღემდე მოხდა, ამ დარღვევებთან დაკავშირებით საინვესტიციო ცენტრში იურიდიულ პროცესს დაიწყებენ და ყველა საარბიტრაჟო პრეცედურების დაცვით, ივანიშვილის უფლებების აღდგენას შეეცდებიან. ეს ის სარბიტრაჟო ინსტიტუტია, რომელმაც ცოტა ხნის წინ მნიშნელოვანი როლი შეასრულა ებრაელ ინვესტორსა და ბერძენ ინვესტორებს შორის დავაში, ეხლაც ზუსტად იგივე საადვოკატო გუნდია“, - განაცხადა კბილაშვილმა.

Skadden - ეს არის ცნობილი საერთაშორისო იურიდიული იურიდიული კომპანია, რომელიც დასახელდა 2012 წლის საუკეთესო იურიდიულ კომპანიად ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე 2012 წელს მოიპოვა IFLR (გამოცემა: საერთაშორისო ფინანსური სამართლის მიმოხილვა) ევროპისა და ამერიკის ჯილდო. Chambers Global-ის მიერ დასახელდა წლის საუკეთესო კომპანიად. აღნიშნულ ჯგუფში მოღვაწე 126 იურისტი შეყვანილია მსოფლიოს საუკეთესო იურისტთა სიაში.