მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტი პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პატრიარქის პოზიციას  მიესალმება

მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტი პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პატრიარქის პოზიციას მიესალმება

"პრეზიდენტი მიესალმება და იზიარებს იმ პოზიციას, რომელიც ქართულ ეკლესიას და უპირველესყოვლისა, მის უწმინდესობას გააჩნია მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ“, -ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიცულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, მათი მთავარი ამოცანაა  არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარების უზრუნველყოფა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ის ინიციატივა, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობა" გამოვიდა. 

„ინიციატივის თანახმად, ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის დაწესდება თამაშის წესები და თანაბარ პირობებს სთავაზობს საარჩევნო კამპანიის მთელ პერიოდში. მოხარული ვართ, რომ პარტიათა აბსოლუტურმა უმრავლესობამ გაიზიარა და მზადყოფნა გამოთქვა შეუერთდეს აღნიშნულ ინიციატივას", - განაცხადა მანჯგალაძემ.